სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაული - დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფი

სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაული - დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სატელეფონო კომპანიებისათვის საერთაშორისო ზარის ტარიფი ერთ წუთზე მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივი ზარისათვის დადგენილ ტარიფს და ამავდროულად იბეგრება აქციზის გადასახადით. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ, ელექტრონული მოწყობილობა - "სიმ-ბოქსის" საშუალებით ხორციელდებოდა საზღვარგარეთიდან შემოსული დიდი ოდენობით საერთაშორისო სატელეფონო ზარის გარდაქმნა ადგილობრივ ზარად და მომხმარებელზე ამ ფორმით მიწოდება, ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე.

"დანაშაულებრივი ჯგუფების ამგვარი ქმედება, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებდა როგორც ქართულ სატალეფონო კომპანიებს და სახელმწიფო ბიუჯეტს, აფერხებდა ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ქალაქ ბათუმსა და ქალაქ თბილისში, სხვადასხვა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია 10 ერთეული ელექტრონული მოწყობილობა "სიმ - ბოქსი", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 192-ე და 218 - ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული პირების იდენტიფიცირების, ასევე უკანონოდ განთავსებული "სიმ-ბოქსების" აღმოჩენის მიზნით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ