ესპანური მედიის ინფორმაციით, ეროვნულმა პოლიციამ "ქართული მაფიის" წევრები დააკავა

ესპანური მედიის ინფორმაციით, ეროვნულმა პოლიციამ "ქართული მაფიის" წევრები დააკავა

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულები "ქართული მაფიის" წევრები არიან.

მათივე ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ერთდროულად მადრიდში, ხეტაფეში, ლეგანესში და ბარსელონაში ჩატარდა, 600-მდე საიუველირო ნაკეთობა ამოიღეს.

ესპანეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ დაკავებულებს ბრალი ედებათ ბინებისა და სახლების გატეხვასა და გაძარცვაში ქვეყნის მასშტაბით.

"პოლიციის აგენტებმა განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში უამრავი საიუველირო ნაკეთობა, ელექტრონული მოწყობილობები, 13.000 ევრო და ბინების გასატეხი ინსტრუმენტები ამოიღეს", - წერს ესპანური ABC.

ესპანეთის პოლიციის ცნობით, აღნიშნული ოპერაციისა და განხორციელებული დაკავებების შედეგად 40-მდე საქმე გახსნეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ