სასამართლომ ბათუმის მოვლენებში ბრალდებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ბათუმის მოვლენებში ბრალდებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მოვლენებში ბრალდებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თითქმის ორსაათიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პროკურორების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულები გენადი მამულაძე, მინდია ბერიძე, გიორგი ბერიძე, კახა მახარაძე და ლაშა დეკანაძე პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლის განმარტებით, ბრალდებულებმა, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, შესაძოლა კვლავ გაიმეორონ ბრალად წარდგენილი ქმედებები.

როგორც ბრალდებულების ადვოკატებმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადეს, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება დაუსაბუთებელია და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, პოლიციელებზე, მათ სამსახურებრივ შენობაზე, სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმასა და პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე შვიდ პირს, მათ შორის ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. საგამოძიებო უწყება დაკავებული 6 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო ერთი არასრულწლოვანის მიმართ 3 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ