ხატია დეკანოიძის შვილი საპატიმროს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებს

ხატია დეკანოიძის შვილი საპატიმროს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შვილს საპროცესო შეთანხმება უფორმდება. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. პროკურატურაში იმ მიზეზებსაც განმარტავენ, რის გამო გადაწყდა თორნიკე კოპალეიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

"ვინაიდან ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არის ნასამართლობის არმქონე, ასევე არის 18 წლის და მასზე ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მასთნ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ პირობით მსჯავრზე. შესაბამისი შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მივმართეთ", - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

რაც შეეხება "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილს, როგორც პროკურატურაში განმარტავენ, რომ დავით ხარშილაძეს ბრალი მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება და ასევე წარსულში ნასამართლევია, რის გამოც პროკურატურა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილებას მის მიმართ ვერ მიიღებს.

თორნიკე კოშკაძე

Ambebi.ge

შსს განცხადებას ავრცელებს

კახეთში 18 წლის ბიჭის ცემის ფაქტზე მისი თანასოფლელი დააკავეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს

კახეთში 18 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს - "სახეში ქვა აქვს დარტყმულიო"