ბათუმის მოვლენებზე დაკავებულთა დედები ფართომასშტაბიანი აქციებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებიან

ბათუმის მოვლენებზე დაკავებულთა დედები ფართომასშტაბიანი აქციებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებიან

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულების დედები აქციებს აანონებენ. ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სხდომის დაწყებამდნენ შეიკრიბნენ და განცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი შვილები პატიმრობაში დარჩებიან, ფართომასშტაბიანი აქციებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

დაკავებულთა დედების თქმით, მათი შვილები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციაზე იმყოფებოდნენ, თუმცა დანაშაული არ ჩაუდენიათ.

"ყველა დედას ბათუმში ვთხოვთ, დაგვიდგნენ გვერდით, რათა ჩვენი შვილები დავიცვათ. ასეთი რა დააშავა ჩემმა შვილმა?! ვიშიმშილებთ! არ მყავს შვილი ისე გაზრდილი, რომ გისოსებს მიღმა მყავდეს. მითხრეს, რომ თქვენმა შვილმა ქვა ისროლა, თუმცა არ მანახეს ფირი. მანქანებს რომ წვავდა და ანადგურებდა, ის ყველა გარეთ ჰყავთ", - აცხადებს შოთა გორგაძის დედა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ