ბათუმის მოვლენებისთვის დაკავებულთა დედებმა პროკურატურის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ბათუმის მოვლენებისთვის დაკავებულთა დედებმა პროკურატურის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულთა დედებმა მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილება, ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, გააპროტესტეს. მათი განცხადებით, მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

დაკავებულთა დედებმა სხდომათა დარბაზში მყოფ პროკურატურის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი წარდგენილ ბრალდებებს არ ეთანხმებიან.

11-12 მარტს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარის გამო სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 9 პირის, შოთა გორგაძის, რევაზ ქერქაძის, მურმან კონცელიძის, მანუჩარ ფარტენაძის, ზაზა გოგიტიძის, აკაკი კვაჭაძის, რამაზ დუმბაძის, გიორგი გუბელაძისა და მერაბ მურვნიძის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომლებიც აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ითხოვდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პირებს წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ და მორიგი პროცესი 8 მაისს 14:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურირების თქმით, ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირებს პატიმრობა უნდა შეეფარდოთ.

"თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობა დამტკიცდება, ღირსეულად მოიხდის სასჯელს და არ გაექცევა" - ადვოკატი

"100 000 დოლარი საჩუქარი არაა" - რას ამბობს დოროყაშვილს ადვოკატი ბასილაშვილის მიერ ყოფილი მეუღლისთვის თანხის გადახდაზე

ბასილაშვილის ეზოდან ამოღებულია ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ დოროყაშვილი არათუ გარბის, არამედ ტერიტორიას მშვიდად ტოვებს - ადვოკატი