ყაჩაღებმა მოქალაქეს ავტომობილთან ერთად ოქროს ნივთები, ძვირადღირებული სათვალე და მაჯის საათი გასტაცეს - შსს დეტალებზე

ყაჩაღებმა მოქალაქეს ავტომობილთან ერთად ოქროს ნივთები, ძვირადღირებული სათვალე და მაჯის საათი გასტაცეს - შსს დეტალებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო საბურთალოზე მომხდარი ყაჩაღობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის, გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1995 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოქალაქე ლ.შ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, ოქროს ნივთები, ძვირადღირებული სათვალე, მაჯის საათი და ავტომობილი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული ნივთები და ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღო. უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.

გამოძიება ყაჩაღობის, გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სსკ-ს 179-ე, 236-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ