ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს პატიმრობა შეეფარდათ

ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს პატიმრობა შეეფარდათ

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს და მსახიობ ლაშა კურტანიძეს პატიმრობა შეეფარდათ. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 13:00 საათზე დაიწყო და განაჩენი ახლახანს გახდა ცნობილი. "როსტოს" თავისუფლების 8 წლით, კურტანიძეს კი 5 წლით აღკვეთა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ცოტა ხნის წინ გამოიტანა. მოსამართლემ ორივე პირი დამნაშავედ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში სცნო.

როსტოშვილისა და კურტანიძის პატიმრობის მისჯის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე წერს: "ლევან როსტოშვილს MDM-ის უკანონო შენახვა შეძენისთვის მიუსაჯეს 8 წელი! ხაზს ვუსვამ, შეძენა-შენახვისთვის და არა გასაღებისთვის! ლაშა კურტანიძეს 5 წელი! ეს იმ ხელისუფლებამ ქნა, რომელმაც შეიწყალა ბარიგები და მკვლელები. არავინ ითხოვდა არაფრის მისჯას, მაგრამ 8 წელი??? მკვლელებს არ უსჯით მაგდენს. ეს არის შერჩევითი სამართალი ბატონებო! მეტი არაფერი!" - წერს ტელეწამყვანი.

ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. როსტოშვილი 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 20 ივლისს გაათავისუფლეს. 150 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მასთან ერთად დაკავებული მსახიობი ლაშა კურტანიძეც.

გირაოთი გათავისუფლების შემდეგ საუბარი იყო მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, თუმცა პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ