"საათნახევარი მაწამეს... თუ არ აღიარებ, წამალს ჩაგიდებთო" - 20 წლის სტუდენტი პოლიციელებს ცემასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს

"საათნახევარი მაწამეს... თუ არ აღიარებ, წამალს ჩაგიდებთო" - 20 წლის სტუდენტი პოლიციელებს ცემასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს

20 წლის სტუდენტი ირაკლი ხოფერია ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებს ცემასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს. მომხდარზე გამოძიება თბილისის პროკურატურამ უკვე დაიწყო. დაზარალებული ახალგაზრდა და მისი ოჯახი ფაქტზე დროულ რეაგირებას ითხოვს.

ირაკლი ხოფერია:

- 16 თებერვალს, დაახლოებით 17:30 საათზე უნივერსიტეტიდან შინისკენ მივდიოდი, უკვე ბახტრიონზე ვიყავი და სახლამდე რამდენიმე მეტრი მქონდა დარჩენილი, როდესაც ორმა მამაკაცმა გამაჩერა, ერთს პოლიციელის ფორმა ეცვა. გიორგიო, - დამიძახეს, - გიორგი არ მქვია, ირაკლი ვარ-მეთქი. აბა, პირადობა მაჩვენეო, ვაჩვენე და მაშინ მითხრეს, უნდა გავარკვიოთ და განყოფილებაში წამოდიო. ჩამსვეს ოპერატიულ მანქანაში და მიმიყვანეს ხილიანზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში.

ოთახში როგორც კი შემიყვანეს, მაშინვე სახეში ხელი მომხვდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ეს ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო. მირტყამდნენ გამეტებით, ისე მირტყეს, გონებაც დავკარგე. მეუბნებოდნენ თითქოს 15 თებერვალს, დილის 10 საათზე ვიღაცას წავართვი მობილური ტელეფონი და მერე დავალომბარდე. ვეუბნებოდი ეს ტყუილია, მე ლექციაზე ვიჯექი იმ დროს, შეგიძლიათ ჩემს ჯგუფელებთან და უნივერსიტეტში გადაამოწმოთ-მეთქი, მაგრამ უფრო გამეტებით მირტყამდნენ.

შემდეგ დამადეს ხელბორკილები, ჩამიყვანეს სარდაფში და ითხოვდნენ მეღიარებინა არჩადენილი დანაშაული. თუ არ აღიარებ, მაშინ წამალს ჩაგიდებთ და 6 წლამდე პატიმრობას მოგისჯიანო. ცხვირის წამალი, ნავტიზინი მედო ჯიბეში და მეუბნებოდნენ, ამ წამალზე ხომ არის შენი ხელის ანაბეჭდი, ეს ანაბეჭდი გადავა იმ ნარკოტიკზე, რომელსაც ჩაგიგდებთ და მერე ამტკიცე, რომ შენი არ არისო.

ვეუბნებოდი ერთი ზარის უფლება ხომ მაქვს, დამარეკინეთ-მეთქი, ამაზეც დამცინოდნენ. როგორც ირკვევა, ეძებდნენ ვიღაცას, რომელსაც სახეზე შრამი ჰქონდა და ვფიქრობ, იმაში შევეშალე. დაახლოებით საათი, საათნახევარი ასე მაწამეს... შემოიტანეს ვიდეო და მითხრეს, ამ კამერაზე შენ ჩანხარო, მაგრამ მე არ ვიყავი იმ კამერაზე, აშკარად ტყუოდნენ განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ