ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 3 პირი დააკავეს

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 3 პირი დააკავეს

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა კიდევ 3 პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის ორი მუხლით აღიძრა: 225 -ე მუხლი, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლი, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული პირი იყო დაკავებული, თუმცა მათი უმეტესობა ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს. ისინი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული, ხოლო სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ 15 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მათ შორს ერთი არასრულწლოვანა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ