სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ, სავარაუდოდ, 27 მარტს განიხილავს

სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ, სავარაუდოდ, 27 მარტს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ, სავარაუდოდ, 27 მარტს განიხილავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, გამოძიების სტადიაზე შუამდგომლობა განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნას მისი დაყენების მომენტიდან არაუგვიანეს 3 დღისა. ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ შუამდგომლობასთან ერთად უნდა მოხდეს წინასწარი პატიმრობის საკითხის განხილვაც.

"გამოძიების ვადის გაგრძელების შუამდგომლობის განხილვისას უნდა მოხდეს მამა გიორგის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა-არყოფნის საკითხის განხილვა", - განაცხადა რამიშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 აპრილამდე გაიმართება.

24 მარტს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ