"ნანობს მომხდარს და ურჩევნია... იყოს პატიმრობაში" - 23 წლის მძღოლს, რომელმაც აღმაშენებლის ხეივანში ავარია გამოიწვია, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

"ნანობს მომხდარს და ურჩევნია... იყოს პატიმრობაში" - 23 წლის მძღოლს, რომელმაც აღმაშენებლის ხეივანში ავარია გამოიწვია, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

პროკურატურის მოთხოვნას პატიმრობის შეფარდებაზე თავად ბრალდებულიც დაეთანხმა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულ თორნიკე ტ-ს ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ნანობს მომხდარს და თავად მისი სურვილია, რომ დარჩენილიყო პატიმრობაში.

"არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს ეს ადამიანი, ნანობს მომხდარს და ურჩევნია, რომ არ იბრძოლოს, თავი არ იმართლოს, შესაბამისად იყოს პატიმრობაში", - განაცხადა ადვოკატმა ლევან კვინიკაძემ.

თავის მხრივ, პროკურორმა აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება რამდენიმე გარემოების გამო იყო მოთხოვნილი, მათ შორის იქიდან, რომ ბრალდებულს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადებაში ედება ბრალი და შესაბამისად, არსებობს მიმალვის საფრთხე. პროკურორმა ასევე განმარტა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეც, ვინაიდან თორნიკე ტ. ხშირად არვევევს მოძრაობის წესებს.

აღმაშენებლის ხეივანში გასულ კვირას მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 9 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მძიმედაა დაშავებული არასრულწლოვნის დედა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ: რა ვიცით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაზე - სათვალთვალო კამერის კადრები და შემთხვევის თვითმხილველების ნაამბობი

საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრებს 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ - შსს განცხადებას ავრცელებს

ბორჯომის მერმა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა - სუს-ი

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს