დეკანოზ გიორგი მამალაძეს სურს პროცესი საჯარო იყოს - დაკავებულის პირველი კადრები სასამართლოდან

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სურს პროცესი საჯარო იყოს - დაკავებულის პირველი კადრები სასამართლოდან

დეკანოზ გიორგი მამალაძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სასამართლო პროცესი ნაწილობრივ დაიხურა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, მხარეები ამ წუთებში პროკურატურის შუამდგომლობას განიხილავენ, რომლითაც უნდა გადაწყდეს, მთლიანად დაიხურება თუ არა დეკანოზის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სასამართლო პროცესი.

იხილეთ ვიდეო

აღნიშნული შუამდგომლობა პროკურატურამ ცოტა ხნის წინ დააყენა, რაც მოსამართლემ ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე პროკურატურის აღნიშნულ მოთხოვნას არ ეთანხმება და ითხოვს, რომ სასამართლო პროცესები ღია რეჟიმში ჩატარდეს.

ადვოკატების ამ მოთხოვნას თავად ბრალდებულიც იზიარებს. "მინდა, რომ სასამართლო ღია და საჯარო იყოს", - განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ