"რეზონანსი" - საქონლის ქურდობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკვეთრად მოიმატა

"რეზონანსი" - საქონლის ქურდობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკვეთრად მოიმატა

მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვილფეხა საქონლის ქურდობა ძალიან გახშირდა. მოსახლეობა ამ ფაქტს ხორცის გაძვირებას უკავშირებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტებიც ადასტურებენ, რომ გლეხები გასაჭირში არიან და სამართალდამცველებისგან ყურადღების გამახვილებას ითხოვენ.

პრობლემაა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. მარნეულის რაიონის სოფელ თამარისის მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თამარისსა და მიმდებარე სოფლებში იმატა საქონლის მოპარვის შემთხვევებმა.

"თებერვლიდან გახშირდა საქონლის ქურდობა. მივმართეთ გამგეობას, შს სამინისტროს, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ. მას შემდეგ, რაც ცოცხალი პირუტყვის ფასმა მოიმატა, რამდენიმე ოჯახს მოპარეს საქონელი. თამარისის გარდა, ეს პრობლემა სხვა სოფლებსაც აწუხებს. ვითხოვთ დახმარებას. ზარალი ძალიან დიდია, რამდენიმე ათას ლარს აღწევს და ჩვენ ყველაფრის გარეშე ვრჩებით", - განაცხადა სოფლის მკვიდრმა გურამ ცხადარიამ.

საქონლის დაკარგვის ფაქტს ადასტურებენ მარნეულის გამგეობაში. როგორც "ინტერპრესნიუსს" მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, საქონლის დაკარგვის პირველი შემთხვევა თებერვალში მოხდა, როდესაც საძოვრიდან 5 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაიკარგა, ბოლო შემთხვევა კი მარტში მოხდა.

განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ