მარნეულში ქალმა სექსუალური ძალადობის მცდელობის გამო მამაკაცი დაჭრა

მარნეულში ქალმა სექსუალური ძალადობის მცდელობის გამო მამაკაცი დაჭრა

მარნეულში ქალმა მამაკაცი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სექსუალური ძალადობის მცდელობის ნიადაგზე მოხდა, რის გამოც ქალმა მამაკაცს ბასრი საგნით ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ