ხმაური სასამართლოში და ატირებული ლელა კილაძე - რა ხდებოდა რჩეულიშვილი-კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ

ხმაური სასამართლოში და ატირებული ლელა კილაძე - რა ხდებოდა რჩეულიშვილი-კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ

მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებისთვის - მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო| "რუსიკო, შენთან ვართ, აბა, შენ იცი" - ხმაური სასამართლოში რუსუდან კერვალიშვილის დაკავებისას

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გადაწყვეტილებამ რჩეულიშვილისა და კერვალიშვილის ახლობლების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც მანდატურებმა სასამართლო პროცესზე დამსწრეებს დარბაზი დაატოვებინეს. გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ "ცენტრ პოინტის" მშენებლობით დაზარალებულები.

აღნიშნულის შემდეგ მანდატურებსა და ოჯახის ახლობლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება სასამართლოს ფოეში გაგრძელდა.

"ცენტრ პოინტის" საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე სასამართლო განხილვები დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეო| "ძალიან დიდი შეცდომა მოხდა" - ატირებული ნინო დარასელის პირველი კომენტარი დედის დაკავების შემდეგ

სასამართლომ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი დამნაშავედ ცნო თანხის მითვისების ბრალდებაში და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსუდან კერვალიშვილი, რომელსაც ასევე 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. პროცესს არ ესწრებოდა მაია რჩეულიშვილი, რომელიც სხვა ეპიზოდთან დაკავშირებით პატიმრობაში უკვე იმყოფება.

ნახეთ ვიდეო| ატირებული ლელა კილაძე სასამართლოში, რუსუდან კერვალიშვილის დაკავების შემდეგ

საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე, ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა" თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ