ნინო დარასელის პირველი კომენტარი დედის დაკავების შემდეგ

ნინო დარასელის პირველი კომენტარი დედის დაკავების შემდეგ

დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს, - ასე აფასებს "ცენტრ პოინტის" საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსუდან კერვალიშვილის შვილი ნინო დარასელი. მისი თქმით, გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.

"ჩვენს ოჯახზე მეტი ინტერესი, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო, ვერავის ექნებოდა. როცა მოგვარდებოდა დაზარალებულების პრობლემები, მოგვარდებოდა ჩვენი პრობლემებიც. დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს. აუცილებლად გავასაჩივრებთ. მგონია, რომ დიდი შეცდომა მოხდა", - განაცხადა დარასელმა.

"ცენტრ პოინტის" საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე სასამართლო განხილვები დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი დამნაშავედ ცნო თანხის მითვისების ბრალდებაში და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსუდან კერვალიშვილი, რომელსაც ასევე 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე, ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

იხილეთ ვიდეო

"ლოგინში ჩაიფსა და მაგიტომ დავარტყი, ყოველდღე არ ვცემ" - დედას მცირეწლოვან შვილზე ძალადობაში ადანაშაულებენ, უმძიმესი ვიდეოკადრები

მაია რჩეულიშვილს ამნისტიის აქტი შეეხო, თუმცა საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება

რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 31 მარტს დატოვებს