ე.წ "ცენტრ-პოინტის" საქმეზე ყველა ქონებას ყადაღა მოეხსნა

ე.წ "ცენტრ-პოინტის" საქმეზე ყველა ქონებას ყადაღა მოეხსნა

თბილისის საქალაქო სასამართლო "ცენტრ-პოინტი" ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.

როგორც სასამართლოს მიერ დღეს საღამოს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლის 31 მარტის განაჩენით, დამნაშავედ არიან ცნობილნი თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულები მაია რ. და რუსუდან კ. მათ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ სასამართლოს დღევანდელი განაჩენით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ