შსს-მ ტყიბულში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

შსს-მ ტყიბულში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ჯ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 მარტს ქ. ტყიბულში, ე.წ. მინდელის სახელობის შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, პისტოლეტიდან ორი გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1969 წელს დაბადებულ შ.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დ.ჯ. მომხდარიდან მესამე დღეს ტყიბულში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მულით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ