ყაჩაღობა "ჭაშნაგირთან" - რესტორანთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ყაჩაღობა "ჭაშნაგირთან" - რესტორანთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

დიღომში, რესტორან "ჭაშნაგირთან" დილიდან პოლიცია მუშაობს. ტერიტორია სპეციალური ამკრძალავი ლენტითაა შემოსაზღვრული. შემოსაზღვრულია "მერსედესის" მარკის ტაქსი და საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წარმომადგენლები სამუშაოებს სწორედ აღნიშნულ ავტომანქანაში ახორციელებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, "ჭაშნაგირთან" საპატრულო პოლიციის მუშაობა ყაჩაღობას უკავშირდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ რესტორანთან ტაქსი დააყაჩაღეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 179-ე მუხლით დაიწყო, რაც სწორედ ყაჩაღობას გულისხმობს.

"მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნეს უწყებაში.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ