ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილ მოადგილეს თავს დაესხნენ

ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილ მოადგილეს თავს დაესხნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

გელა ხვედელიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მუშაობდა.

თავდასხმის ფაქტის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს, რომელიც ხვედელიძის მეგობარია. კილაძის თქმით, ხვედელიძეზე თავდასხმა დღეს დილით, მისსავე საცხოვრებელ სახლთან მოხდა. მისივე განცხადებით, შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე თავდასხმის თვითმხილველია.

კილაძის ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ და ამ დროისთვის ის საავადმყოფოშია მოთავსებული. შსს-ში გელა ხვედელიძეზე მომხდარ თავდასხმაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ასევე წაიკითხეთ: რა მდგომარეობაშია გელა ხვედელიძე თავდასხმის შემდეგ - ფოტო საავადმყოფოდან

შეგახსენებთ, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ხვედელიძე თანამდებობიდან სკანდალურად გადააყენეს. მას ბრალად ედებოდა უფლებადამცველ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების სოციალურ ქსელში განთავსება. შსს-ს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" პუნქტით წაუყენეს, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამ საქმეზე დაკავებულიც გახლდათ, თუმცა მალე გაათავისუფლეს.

ვიდეო: თავდასხმა გელა ხვედელიძეზე - რას ამბობს თვითმხილველი?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ