რა მდგომარეობაშია გელა ხვედელიძე თავდასხმის შემდეგ - შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ფოტო საავადმყოფოდან

რა მდგომარეობაშია გელა ხვედელიძე თავდასხმის შემდეგ - შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ფოტო საავადმყოფოდან

შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს ყბა-სახის მოტეხილობა აქვს. მუცლის ღრუში დაზიანებები არ აღენიშნება და ამჟამად გონზეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს მედპერსონალზე დაყრდნობით ჟურნალისტმა ელისო კილაძემ განუცხადა.

"ამ დროის მდგომარეობით, რასაც გვეუბნებიან, ყბა-სახის მოტეხილობა აქვს, მუცლის ღრუში დაზიანებები არ არის, გონზეა და ველოდებით მკურნალ ექიმს. გამომძიებლები ჯერ არ შესულან, ხოლო ტანსაცმელი ექსპერტიზაზე გასაგზავნად დაილუქა", - განაცხადა ელისო კილაძემ.

ხვედელიძე "ნიუ ჰოსპიტალშია" მოთავსებული. ადგილზე ხვედელიძის ოჯახის წევრები, ახლობლები და გამომძიებლები იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გელა ხვედელიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მუშაობდა.

აღნიშნულ ფოტოს ჟურნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ