"ჩამოვდიოდით სახლიდან და უცებ ორი პირი დაგვესხა თავს..." - გელა ხვედელიძის მეუღლე თავდასხმის მომენტს იხსენებს

"ჩამოვდიოდით სახლიდან და უცებ ორი პირი დაგვესხა თავს..." - გელა ხვედელიძის მეუღლე თავდასხმის მომენტს იხსენებს

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის ოჯახი შურისძიების მიზნით თავდასხმის მოტივს გამორიცხავს.

როგორც ჟურნალისტებს გელა ხვედელიძის მეუღლემ, მარეხ ფერაძემ განუცხადა, მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ოჯახს ჯერჯერობით ვერსიები არ აქვს, თუმცა შურისძიებას გამორიცხავენ. მისივე თქმით, თავდამსხმელთა ვინაობა მათთვის უცნობია, თუმცა, ჟურნალისტებთან საუბრისას მომხდარს ფერაძე დეტალურად იხსენებს.

ხვედელიძის მეუღლის განცხადებით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი სახლიდან გამოდიოდნენ და მათ ორი ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა. მარეხ ფერაძის თქმით, მან სცადა ერთ-ერთი თავდამსხმელისთვის ნიღაბი ჩამოეხსნა, თუმცა ვერ მოახერხა. დაზარალებულის მეუღლის განცხადებით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, 25-30 წლის ასაკის პირები იყვნენ.

"ჩამოვდიოდით სახლიდან და უცებ ორი პირი დაგვესხა თავს. არ ვიცი ვინ არიან. შურისძიება გამორიცხულია. ვცდილობდი ერთ-ერთი მათგანისთვის ნიღაბი ჩამომეხსნა, მაგრამ გაქცევა მოახერხა. დაახლოებით 25-30 წლის პირები იყვნენ. შურისძიებას გამოვრიცხავ. ვერსიები არ გვაქვს", - განაცხადა მარეხ ფერაძემ.

მისი ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს დღეს გაუკეთდება ორი ოპერაცია - ყბა-სახის მოტეხილობასა და თვალზე.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 177-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს და საქმეზე დამატებითი დეტალები საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ