ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე ადმინისტრაციული ზომები კიდევ უფრო მკაცრდება

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე ადმინისტრაციული ზომები კიდევ უფრო მკაცრდება

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე ადმინისტრაციული ზომები კიდევ უფრო მკაცრდება. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" მოქმედი ნორმით სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან კანონით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას იწვევს. ამასთან, დღეს კანონი მართვის უფლების შეჩერების 700-ლარიანი ჯარიმით შეცვლასაც უშვებს.

ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" ამ ნაწილში იგეგმება, რომლის მიხედვით, ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, მძღოლს 6-თვით შეჩერებული მართვის უფლება გამოცდის ჩაბარების შემდეგ ან საპატრული პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ აღუდგება, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში პირს უფლება, ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები გამოცდა ან გადაიხადოს 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა, სამართლადარღვევის ჩადენიდან 3-თვის შემდეგ ენიჭება.

აღნიშნული ინიციატივა წარმოდგენილია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, რომლის მთავარ სიახლეს მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის მინიჭების წესი წარმოადგენს. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც მართვის მოწმობის მფლობელის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება ერთი წლით მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს. აღნიშნული ვადის გასვლამდე, პირი მართვის უფლების აღდგენას მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში შესძლებს, ხოლო თუ მას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მეორეჯერ ამოეწურა მინიჭებული ქულები, იგი მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე ვეღარ შეძლებს გამოცდის ჩაბარების გზით მართვის უფლების აღდგენას.

ხილეთ ვიდეო

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის მამაკაცი დააკავეს

"უტყუარად დასტურდება ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელის მიერ ქმედების ჩადენა" - რა მტკიცებულებებზე საუბრობს პროკურორი

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - "გამოძიება შეცდომაში არის შესული"