გელა ხვედელიძეზე თავდასხმის კადრები ვრცელდება

გელა ხვედელიძეზე თავდასხმის კადრები ვრცელდება

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს 3 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან  თავს დაესხნენ. შემთხვევა დღის საათებში მოხდა.

ხვედელიძე მძიმე დაზიანებებით, ყბა-სახის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სრული დიაგნოსტირების შემდეგ გაკეთდა ოპერაცია, რაშიც ორი ჯგუფი იყო ჩართული. შეფასდა თვალის მდგომარეობაც. ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.

გადაცემა "არჩევანის" ეთერში აჩვენეს კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ დაესხა თავს ორი მამაკაცი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს. კადრები თარხნიშვილის ქუჩაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერიდან არის ამოღებული.

გელა ხვედელიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მუშაობდა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ