დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - სასულიერო პირები არ შიმშილობენ, ეს სასულიერო პირისგან არასწორი ქმედებაა

დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - სასულიერო პირები არ შიმშილობენ, ეს სასულიერო პირისგან არასწორი ქმედებაა

სასულიერო პირები არ შიმშილობენ, ეს სასულიერო პირისგან არასწორი ქმედებაა, - ასეთი კომენტარი გააკეთა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას საპატრიარქოს პენიტენციალურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა, რითაც მამა გიორგი მამალაძის მიერ შიმშილობის დაწყებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სინოდის წევრებთან და პატრიარქთან შეხვედრა არანაირი პრობლემა არ არის.

"შეიძლება რომ მისი მღვდელმთავარი, მეუფე დიმიტრი შევიდეს და მოინახულოს. ალბათ, თავად უნდა მოითხოვოს", - განაცხადა დეკანოზმა.

მამა გიორგის თქმით, "როდესაც პატიმრები შიმშილობენ, მათ სასულიერო პირები მიმართავენ, რომ შიმშილობა არ შეიძლება, სასულიერო პირისგან შიმშილი კი ცოტა უცნაურია".

"სასულიერო პირები არ შიმშილობენ. ჩვენი პროტესტის გამოხატულებაა ლოცვა უფლის წინაშე. როდესაც პატიმრები შიმშილობენ, ვარიგებთ, რომ შიმშილობა არ შეიძლება. სასულიერო პირისგან შიმშილი ცოტა უცნაურია", - განაცხადა მამა გიორგიმ.

კითხვაზე, მოინახულებს თუ არა თავად დაკავებულ დეკანოზს, მამა გიორგიმ განაცხადა, რომ თუ კურთხევას მისცემენ, ციხეში შევა და დეკანოზს მოინახულებს.

"ამის შესახებ საზოგადოება შეიტყობს. ჩვენ გვაწუხებს მამა გიორგის მდგომარეობა, მაგრამ ამ ეტაპზე შიმშილი არასწორი ქმედებაა", - აღნიშნა მამა გიორგიმ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთადერთი მოთხოვნაა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ