გუკა რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

გუკა რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გურამ რჩეულიშვილი საპატიმროს 30 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 10 დღე. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს ჩამოერთმევა პასპორტიც.

ამავე საქმეზე აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა მაია რჩეულიშვილსაც.

პროკურორები გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლებას 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ.

რჩეულიშვილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა.

იხილეთ ვიდეო: გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - რას ამბობენ დაზარალებულები?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ