მიხეილ რამიშვილი - მამა გიორგის საქმეზე რამდენიმე მოწმე ხელახლა დაიკითხა და ახალი ჩვენებები პირველთან სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის

მიხეილ რამიშვილი - მამა გიორგის საქმეზე რამდენიმე მოწმე ხელახლა დაიკითხა და ახალი ჩვენებები პირველთან სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის

ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე რამდენიმე მოწმე ხელახლა დაიკითხა და ახალი ჩვენებები პირველი დაკითხვისას მიცემულ ჩვენებთან წინააღმდეგობაში მოდის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

ადვოკატი ამ ეტაპზე ხელახლა დაკითხული მოწმეების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი ჩვენებების გარკვეული ნაწილი პირველად ჩვენებებთან "სერიოზულ წინააღმდეგობაშია".

"მასალებში არის ახალი დაკითხვის ოქმები. განმეორებით დაიკითხა რამდენიმე ადამიანი და არის რაღაცები, რითაც საკმაოდ სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდიან პირველ ჩვენებასთან - მათ ჩვენებებში ცვლილებებია. ახლა დამატებით ველოდებით ახალ მასალას ხვალისთვის და გვექნება საშუალება ყველაფრის შეჯამების", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის ე.წ. ციანიდის საქმეზე ახალი მოწმეები არ გამოჩენილან და დამატებით არც სასულიერო პირები დაკითხულან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ