გლდანში "მაგთის" ოფისი გაქურდეს

გლდანში "მაგთის" ოფისი გაქურდეს

გლდანში, "მაგთის" ოფისი გაქურდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "მაგთიში" განუცხადეს, ოფისის კარი დღეს გამთენიისას არის გატეხილი, თუმცა კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რა სახის ან ოდენობის ზარალი მიადგათ, ან საერთოდ წაიღეს თუ არა რაიმე ოფისიდან.

"ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, შესაბამისი ღონისძიებები გაატარეს და გამოძიება დაიწყება", - განაცხადეს კომპანიაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ