სარფის საბაჟოზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე თურქმა სამართალდამცავებმა დაზარალებულად ცნეს

სარფის საბაჟოზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე თურქმა სამართალდამცავებმა დაზარალებულად ცნეს

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე თურქმა სამართალდამცავებმა დაზარალებულად ცნეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განუცხადა. როგორც ციალა ქათამიძე აცხადებს, საქმეზე წინასწარი მოსმენა გაიმართა და დაზარალებულს თურქეთის ტერიტორიის დატოვების უფლება მიეცა.

"წინასწარი საპროცესო მოსმენა გაიმართა, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე დაზარალებულად ცნეს. იგი ამ დროისათვის ჩვენთან ერთად თურქეთის საზღვარს ტოვებს", -აცხადებს ციალა ქათამიძე.

არაოფიციალური ინფორმაციით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეები საქართველოს ორ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას მათი ახლობლები ავრცელებენ. შემთხვევა გუშინ მოხდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ