მამა გიორგი მამალაძე - მივმართავ სულიერ მამას - რად მიმატოვე? არანაირი თავდებობა და შუამდგომლობა არ მჭირდება

მამა გიორგი მამალაძე - მივმართავ სულიერ მამას - რად მიმატოვე? არანაირი თავდებობა და შუამდგომლობა არ მჭირდება

დეკანოზი გიორგი მამალაძე სულიერ მამას მიმართავს. "მივმართავ სულიერ მამას - რად მიმატოვე? არ მჯერა, რომ შენს სიყვარულს არ ძალუძს დაძლიოს ყველნაირი წნეხი და ზეწოლა. ღმერთმა უწყის, არანაირი თავდებობა და შუამდგომლობა არ მჭირდება, მხოლოდ შენი ნუგეშისმომგვრელი სიტყვა და ღიმილი, შენი მადლიანი ხელი, რაც შეეხება ჩემი სიმართლის დამტკიცებას, ამას თავად შევძლებ ღვთის შეწევნით", - ნათქვამია დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში.

დეკანოზი ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის საკითხსაც ეხება და სვამს კითხვას, თუ რატომ გადადგა ირაკლი მამალაძემ ეს ნაბიჯი?

"ამასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია შეიძლება გამოითქვას, ჩემი აზრით კი, მან უბრალოდ არ გაუშვა ხელიდან შანსი წარმოჩენილიყო "გმირად", "საქართველოს მხსნელად". სამწუხაროდ, მისი ამბიცია და მავანთა მზაკვრული ინტერესები კარგად დაემთხვა ერთმანეთს. ღმერთმა შეგვინდოს ორივეს: მას მისი საქციელი, ხოლო მე - ჩემი წინდაუხედაობა", - წერს მამალაძე.

დეკანოზის წერილს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. მათი ცნობით, დეკანოზის ხელნაწერილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან ადვოკატებმა გამოიტანეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ