გერმანიაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი ქართველია

გერმანიაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი ქართველია

გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ახლობლების ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, ქართველია.

არაოფიციალური ცნობით, მკვლელობას წინ უძღოდა შელაპარაკება, რომელიც სუფრაზე დაიწყო. შემთხვევა გერმანიის ქალაქ მანჰაიმში მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გერმანიის მხარემ დაადასტურა, რომ 10 აპრილს, ძალადობრივი ჩარევის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

"ბერლინში საქართველოს საკონსულოს სამსახურში ოფიციალური შეტყობინება გერმანიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან ჯერ არ შესულა. გაიმართა სატელეფონო საუბარი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელსა და კონსულს შორის, რა დროსდაც, გერმანულმა მხარემ დაადასტურა, რომ 10 აპრილს ძალადობრივი ჩარევის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. დღეს ჩატარდება ექსპერტიზა. მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით ავტომანქანაში მოკლეს. დაღუპული 32 წლის მამაკაცია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ