მამა რევაზის კომენტარი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ

მამა რევაზის კომენტარი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ

დეკანოზ გიორგი მამალაძისგან ჩავიბარე აღსარება, თუმცა, ზიარება ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება, რადგან მას სინოდზე მღვდელმსახურება აქვს შეჩერებული, - ამის შესახებ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მამა რევაზ სიხარულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამა რევაზ სიხარულიძე დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მამა რევაზ სიხარულიძემ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის თავს ნორმალურად გრძნობს და მედიკამენტებით მკურნალობს.

"ძალიან მაწუხებდა მისი ჯანმრთელობა. ვისთვის შიმშილობა იყო და ვისთვის მკაცრი მარხვა, ამაზე თვითონ იფიქრონ, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მისი მდგომარეობა ნორმალურია, იკვებება ნორმალურად და მადლობა ღმერთს, თავს კარგად გრძნობს. ჩავიბარე აღსარება. რაც შეეხება ზიარებას, ამ შემთხვევაში ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება, რადგანაც სინოდზე მათ შეჩერებული აქვთ მღვდელმსახურება და ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც გამოძიება დამთავრდება ბოლომდე. ეს მღვდელმთავრების პრეროგატივაა", - განაცხადა მამა რევაზ სიხარულიძემ.

კითხვაზე, თუ როგორია მისი სულიერი მდგომარეობა და განწყობა, მამა რევაზ სიხარულიძემ აღნიშნა, რომ "მამა გიორგი ცდილობს თავი გაიმართლოს, დანარჩენი მომავალში გამოჩნდება". კითხვაზე, ითხოვს თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე კვლავ სინოდთან და პატრიარქთან შეხვედრას, მამა რევაზ სიხარულიძემ განმარტა, რომ აღნიშნული მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება, თუმცა გამოძიების დასრულებამდე ეს რამდენად შესაძლებელი იქნება, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ამასთან, მამა რევაზ სიხარულიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დეკანოზი კვლავ მოინდომებს მასთან შეხვედრას, ის მზადყოფნას გამოთქვამს მოინახულის მამა გიორგი.

ხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ