სანაპიროზე მომხდარ ავარიაში, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, პოლიციის ავტომანქანაც დაზიანდა

 სანაპიროზე მომხდარ ავარიაში, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, პოლიციის ავტომანქანაც დაზიანდა

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს პოლიციის ავტომანქანაც დაიმტვრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუხადეს, შსს-ს ავტომანქანა ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაზიანდა.

შსს-ში განმარტავენ, რომ პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს "ბე ემ ვეს" და "მერსედესის" მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ, რის შემდეგაც ერთი ავტომობილი შსს-ს ავტომობილს შეეჯახა. შსს-ში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შსს-ს კუთვნილ ავტომანქანაში და დაშავდა თუ არა ვინმე.

აღნიშნული ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ