გურამ რჩეულიშვილი - ინვესტორის ჩამოსვლის შემდეგ გარკვეული გარანტია იქნება, რომ "ცენტრ პოინტის" ობიექტებზე მშენებლობა დასრულდება

გურამ რჩეულიშვილი - ინვესტორის ჩამოსვლის შემდეგ გარკვეული გარანტია იქნება, რომ "ცენტრ პოინტის" ობიექტებზე მშენებლობა დასრულდება

ინვესტორის ჩამოსვლის შემდეგ იქნება გარკვეული გარანტია, რომ "ცენტრ პოინტის" ობიექტებზე მშენებლობა დასრულდება, - ამის შესახებ საქმეში ბრალდებულმა გურამ რჩეულიშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

გურამ რჩეულიშვილის თქმით, ამ დროისთვის პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე მიდის მუშაობა.

"საპროცესო შეთანხმებაზე მიდის მუშაობა. ხუთშაბათს ველოდებით ინვესტორის ჩამოფრენას. ამის შემდეგ მოხდება დამატებითი საკითხების გარკვევა. პროკურატურისთვის მთავარია გამოსავალი. ისინი ითხოვენ ფინანსურ გარანტიებს, რომ მშენებლობა დასრულდება. ეს გარანტია ინვესტორის ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში იქნება. რაც შეეხება ფინანსებს, მათი მოძიება მოხდება ჩვენი გაყიდული ქონებიდან, რომელზეც პროკურატურამ ყადაღა მოხსნა", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

ბრალდებულ გურამ რჩეულიშვილის შუამდგომლობაზე, რომელიც ბათუმის "მაგნოლიას" ეპიზოდის სასამართლო განხილვების გადადებას ეხება, მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. სასამართლო პროცესების 2 კვირით გადადების შუამდგომლობა საქმეზე ბრალდებულმა წინა სასამართლო სხდომაზე დააყენა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ