მთავარი პროკურატურა სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე გიგა შენგელიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ახალ დეტალებს ამხელს

მთავარი პროკურატურა სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე გიგა შენგელიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ახალ დეტალებს ამხელს

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, 2016 წლის 23 ოქტომბერს, სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე გიგა შენგელიას გარდაცვალებაში გუშაგს ბრალი არ მიუძღვის. პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ გუშაგი მოქმედებდა "შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ივნისის N310 ბრძანების მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

"საქართველოს პროკურატურამ 2016 წლის 23 ოქტომბერს, თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე გიგა შენგელიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

გიგა შენგელიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაასრულა. გამოძიების მიმდინარეობისას ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული, გენეტიკური, კომისიური და კომპლექსური ექსპერტიზები, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

ამავდროულად, გამოძიების ყველა ეტაპზე გარდაცვლილი გიგა შენგელიას ოჯახის წევრები ინფორმირებული იყვნენ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ისინი ასევე სრულად გაეცნენ საქმის მასალებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2016 წლის 23 ოქტომბერს, ღამის საათებში, გიგა შენგელიამ, ძმასთან - გიორგი შენგელიასთან და თანმხლებ პირთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით ფარულად შეაღწია წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე, რაც შემჩნეული იქნა გუშაგის მიერ. "შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ივნისის N310 ბრძანების მოთხოვნათა დაცვით, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლით მოუწოდა ხსენებულ პირებს შეჩერებისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც გუშაგმა ზემოაღნიშნული პირების მისამართით განახორციელა გასროლები, რასაც შედეგად მოჰყვა გიგა შენგელიას გარდაცვალება.

ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ გუშაგი მოქმედებდა "შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ივნისის N310 ბრძანების მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო", - აცხადებენ პროკურატურაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ