რამდენი პირი დააჯარიმა აჭარის საპატრულო პოლიციამ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 2016-2017 წლებში

რამდენი პირი დააჯარიმა აჭარის საპატრულო პოლიციამ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 2016-2017 წლებში

2017 წლის იანვრიდან 15 მარტამდე აჭარის საპატრულო პოლიციამ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 21 535 პირი დააჯარიმა. ასეთია "ინტერპრესნიუსის" მიერ შსს-დან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემებში.

სტატისტიკის თანახმად, 2016 წლის 12 თვეში ანალოგიური დარღვევებისთვის აჭარის რეგიონში 55 483 პირი დააჯარიმეს. 2015 წელს კი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა 85 412 იყო.

ამასთან, როგორც შსს-ს მიერ გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, სამართალდარღვევების დიფერენცირება, სამინისტროს ცალკეული დეპარტამენტების მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითრების მიხედვით შეუძლებელია.

"შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ მონაცემები აისახება ერთიან ელექტრონულ ბაზაში. შესაბამისად, მათი დიფერენცირება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული დეპარტამენტების მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითრების მიხედვით შეუძლებელია", - აღნიშნულია შსს-ს წერილში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ