ყოფილ დეპუტატზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ყოფილ დეპუტატზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ყოფილ დეპუტატ ვასილ დავითაშვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. როგორც "ინტერპესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული სოფელ კისისხევში დააკავეს. მისი ჩხრეკისას ამოღებულია "მაკაროვის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ თელავში ყოფილ დეპუტატ ვასილ დავითაშვილს, საკუთარ სახლთან ესროლეს. დავითაშვილი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ