ქუთაისში მეზობლებს შორის დაპირისპირებას სროლა მოჰყვა

ქუთაისში მეზობლებს შორის დაპირისპირებას სროლა მოჰყვა

კონფლიქტი მეზობლებს შორის, ხატოველის სახლის გაქურდვით დაიწყო.

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ ერთმა მათგანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.

შემთხვევა პუშკინის ქუჩაზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილოზებული.

მოქალაქე ბუნა ხატოველის განცხადებით, მეზობელმა მისი სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მისივე თქმით, კონფლიქტი მეზობლებს შორის, ხატოველის სახლის გაქურდვით დაიწყო.

"დიდი ხანია დაპირისპირება გვაქვს. სახლთან რომ გავიარე ჩემი მეზობელი იარაღით გამოვიდა და ჩემი სახლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. არავინაა დაშავებული", - განაცხადა ბუნა ხატოველმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ