დეკანოზი გიორგი მამალაძე - მეუფე იაკობი ამ საქმეში თავიდან ბოლომდე ჩახედულია და ძალიან კარგად იცის, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმებოდა

დეკანოზი გიორგი მამალაძე - მეუფე იაკობი ამ საქმეში თავიდან ბოლომდე ჩახედულია და ძალიან კარგად იცის, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმებოდა

უბედურების თავიდან აცილებაზე საუბრობდნენ ისინი, ვინც თავიდანვე მოუწყვეს ეკლესიას უბედურება, - ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-სთვის ციხიდან გამოგზავნილ ინტერვიუში აცხადებს. "რუსთავი2"-მა მამა გიორგი მამალაძეს კითხვები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაუგზავნა.

ტელეკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ წერილობით ინტერვიუში ბრალდებული დეკანოზი აღნიშნავს, რომ მეუფე იაკობი ამ საქმეში თავიდან ბოლომდე არის ჩახედული და ძალიან კარგად იცის, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმებოდა და მას ცილისწამებაში ადანაშაულებს.

"საქმე ისაა, რომ მართლაც თავიდან ბოლომდე არის ჩახედული მეუფე იაკობი ამ საქმეში და ძალიან კარგად იცის, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმებოდა. ეს ცილისწამებაა და მისი როლი ამ საქმეში მის სინდისზე იყოს. მიღმურ სამყაროში ხარისხი და წოდება არ არსებობს. არც ის იქნება ეპისკოპოსი და არც მე დეკანოზი. უფალი განგვსჯის.

ცოტა დაიბნენ, აღარ იცოდნენ, რომელი ვერსია იყო მათთვის ხელსაყრელი, თან მტკიცებულებებიც ძალიან მყიფე ჰქონდათ და გადაწყვიტეს, ბუნდოვნად დაეტოვებინათ თუ ვისი მკვლელობა იგეგმებოდა. უბედურების თავიდან აცილებაზე საუბრობდნენ ისინი, ვინც თავიდანვე მოუწყვეს ეკლესიას უბედურება", - აღნიშნავს გიორგი მამალაძე.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე იაკობმა ქადაგებისას ისაუბრა. მისი თქმით, არა შორენა თეთრუაშვილის, არამედ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. მეუფის განცხადებით, ის ე.წ ციანიდის საქმეში თავიდან ბოლომდე ჩახედულია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ