დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად დამნაშავედ ცნეს

დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად დამნაშავედ ცნეს

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა ჩადენილ მკვლელობაში სრულად დამნაშავედ ცნეს.

როგორც სასამართლო პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა განაცხადეს, ხმათა ფარდობითობა იყო 10 ხმა 2-ის წინააღმდეგ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაცვის მხარეს მედიასთან კომენტარი აღარ გაუკეთებია.

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. რაც შეეხება პატიმრობის ვადას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ხვალ, 15:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც მოსამართლე იმსჯელებს ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს პატიმრობის სახად რა ვადა განესაზღვრება. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 22 თებერვალს ბრალდებულმა ფონიჭალაში 7 ათასი დოლარის დაუფლების მიზნით შეაღწია ნაცნობის ოჯახში, დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნონა რ.-ს და ასევე მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ ბრალდებულმა სახლიდან ოქროს ნაკეთობები წაიღო, კვალის დაფარვის მიზნით კი სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ