ფონიჭალაში, დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ფონიჭალაში, დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ფონიჭალაში, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოში დღეს გამოცხადდა. უვადო პატიმრობის შესახებ შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩნენ მოკლული დედა-შვილის ახლობლები. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილიც ესწრებოდა.

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა ჩადენილ მკვლელობაში სრულად დამნაშავედ გუშინ ცნეს.

იხილეთ ვიდეო:  "სამი წლის ბავშვს დანას 14-ჯერ როგორ გავუყრიდი?!" - დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის სიტყვა პროცესზე

საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 22 თებერვალს ბრალდებულმა ფონიჭალაში 7 ათასი დოლარის დაუფლების მიზნით შეაღწია ნაცნობის ოჯახში, დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნონა რ.-ს და ასევე მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ ბრალდებულმა სახლიდან ოქროს ნაკეთობები წაიღო, კვალის დაფარვის მიზნით კი სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

წაიკითხეთ: "ქელეხშიც იყო, ჭიშკართან იდგა სამძიმარზე..." - რას ყვებიან ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ახლობლები ბრალდებულზე

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

"მე ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია... ვერც ციხე გამტეხს" - რა თქვა ივერი მელაშვილმა პროცესზე

"დედანი რუკა, რომელიც "რუსული რუკის" სახელითაა მონათლული, ბრალდებულის სამუშაო ოთახში აღმოჩნდა" - პროკურორი დავითგარეჯის საქმეზე