ადვოკატი - მერაბ ღოღობერიძემ შიმშილობა დაიწყო, მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა

ადვოკატი - მერაბ ღოღობერიძემ შიმშილობა დაიწყო, მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა

არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის" საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი ზაზა პაპიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. როგორც ზაზა პაპიძე ამბობს, მერაბ ღოღობერიძის დაკავებით, პირადად აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე და აჭარის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი არის დაინტერესებული.

"მერაბ ღოღობერიძეს ბრალი ოფიციალურად ჯერ არა აქვთ წარდგენილი. მან შიმშილობა დაიწყო, რადგან უკანონო დაკავებას აპროტესტებს. მის მიმართ მტკიცებულებები გაყალბებულია. სწორედ ამ ცრუ ბრალდების გამო, უკიდურეს ზომას მიმართა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზი როგორც უკვე ვიცით და სახალხო დამცველის წარმომადგენლმაც განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის მიზეზია. შსს-ს საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია ერთიანი სისტემაა და მათ თუ ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ, ეს მათი პრობლემაა, ამის გამო ადამიანის უფლებები არ უნდა ირღვეოდეს. მერაბ ღოღობერიძის დაკავება კახა ბუხრაძის, ასევე აჭარის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ლაშა გოგნიაშვილის ინტერესში შედიოდა, როგორც თვითონ განმიცხადა, მას ჰქონდა აღნიშნულ პირებთან კომუნიკაცია. მერაბ ღოღობერიძე დეტალებს ამ ეტაპზე არ ახმაურებს. მისი დაკავება პოლიტიკურ ნიშნებს შეიცავს", - აცხადებს ზაზა პაპიძე.

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, გუშინ სამართალდამცველებმა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი - 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ