მკვლელობა თბილისში - 4 შვილის დედა ყოფილმა მეუღლემ ელექტროსადენით გაგუდა

მკვლელობა თბილისში - 4 შვილის დედა ყოფილმა მეუღლემ ელექტროსადენით გაგუდა

თბილისში 40 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. როგორც ცნობილია, ქალბატონი ყოფილმა მეუღლემ ელექტროსადენით გაგუდა. გარდაცვლილს 4 შვილი დარჩა.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1977 წელს დაბადებული მ.ვ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე მუხლით)",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ