გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრები პოლიციამ დააკავა

გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრები პოლიციამ დააკავა

19 წლის გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრები, რომლებმაც დღეს ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გამართეს, პოლიციამ დააკავა.

საავადმყოფოს შემდეგ ცირგაიას მშობლებმა და ახლობლებმა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს, სადაც გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა და, სავარაუდოდ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, გარდაცვლილის და შორენა ცირგაია, დედა ირინა წურწუმია, ასევე დეიდა და მეზობელი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

ოთხივე მათგანი ამ დრომდე პოლიციის სამმართველოში რჩება. ჯერჯერობით უცნობია, მათ ხელწერილის საფუძველზე გაუშვებენ, თუ სასამართლო პროცესი გაიმართება.

შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა დღეს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს შესასვლელი გადაკეტეს. ისინი ცირგაიას მკურნალი ექიმის დასჯას ითხოვენ. 19 წლის ახალგაზრდის დედის განცხადებით, მისი შვილი ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოში საკითხთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დასკვნას ელოდებიან და კონკრეტულ სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მიიღებენ.

შოთიკო ცირგაია ზუგდიდის საავადმყოფოში გასული წლის ნოემბერში გართულებული პნევმონიის დიაგნოზით მიიყვანეს. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ცირგაია თბილისში გადაჰყავდათ, თუმცა გზაში გარდაიცვალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ