"მოულოდნელად ატყდა სროლა, ბიჭი განწირული ხმით ყვიროდა, მიშველეთო" - რას ჰყვება თვითმხილველი ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

"მოულოდნელად ატყდა სროლა, ბიჭი განწირული ხმით ყვიროდა, მიშველეთო" - რას ჰყვება თვითმხილველი ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილს, რომელსაც მამაკაცი მართავდა, სხვა ავტომობილმა გზა გადაუჭრა, საიდანაც ცეცხლი გახსნეს.

"ტაქსით მივდიოდი, მოულოდნელად ატყდა სროლა. შავ მანქანას ესროდნენ, მაგრამ ისე უცებ მოხდა ყველაფერი რა მანქანა იყო არ მახსოვს. ავტომობილში ბიჭი იჯდა, რომელიც განწირული ხმით ყვიროდა, მიშველეთო. მიცვივდა ხალხი, ეს ბიჭი მანქანიდან გადმოიყვანეს და მერე სასწრაფოც მოვიდა" , - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბარში ლიკა მელოიანი, რომელიც მომხდარ ფაქტს შეესწრო.

ჯავახიშვილის ქუჩაზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გადაკეტილია გზა. მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ