"თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - კადრები მამა გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესიდან

"თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - კადრები მამა გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესიდან

"არც ერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი პროცესიდან იუწყება, მოსამართლემ დეკანოზს ბრალი განუმარტა და დაადგინა მისი ვინაობა. ბრალდების განმარტებისას კი ჰკითხა, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ.

ბრალდების მხარემ პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაზეც ბრალდებულმა განაცხადა: "ჩემი სურვილია სხდომები იყოს ღია, დასამალი არაფერი მაქვს".

მისივე თქმით, პროკურატურის არგუმენტს, რომ სხდომის დახურვა თუნდაც დაკავებული დეკანოზის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების გამო უნდა მოხდეს, არ ეთანხმება.

"საუბარი იყო აქ ჩემს პირად ცხოვრებაზე და მე მგონი, აქ ჩემი პირადი ცხოვრება არ განიხილება. ჩვენ განვიხილავთ ბრალდებას და ამასთან დაკავშირებით მე დასამალი არაფერი მაქვს", - განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ