კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:12 / 05-05-2017
ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა, 8 თვის წინ სოსო ჯოხაძის მკვლელობას უკავშირდება?
შსს-მ ჯავახიშვილის ქუჩაზე 3 მაისს მომხდარი მკვლელობა გახსნა. უწყების ინფორმაციით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1991 წელს დაბადებული ო.თ. - განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1994 წელს დაბადებული ბ.ჩ. - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.მ.-მ და ო.თ.-მ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ნაცნობი - 1991 წელს დაბადებული გ.შ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.შ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

საგამოძიებო უწყება არ აკონკრეტებს, წარსულში მომხდარ რა კონფლიქტს ემსხვერპლა 26 წლის გიორგი შარაშენიძე, თუმცა AMBEBI.GE-მ მოიპოვა ინფორმაცია იმაზე, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევა.

AMBEBI.GE-ს წყაროს ინფორმაციით, გიორგი შარაშენიძეს და ბ. ჩ-ს შორის წარსულში დაპირისპირება ძმები ჯოხაძეების და სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულის - ბადუკა მნათობაძის გამო მოხდა. გარდაცვლილი შარაშენიძე ბადუკა მნათობაძის მეგობარი იყო, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ბ.ჩ გიორგი და სოსო ჯოხაძეების მეგობარია.

სოსო ჯოხაძე


შეგახსენებთ, გახმაურებული მკვლელობა ვაკეში 2016 წლის სექტემბერში მოხდა. სოსო ჯოხაძეზე შეიარაღებული თავდასხმა 2 სექტემბერს, დღისით დაახლოებით 15:20 საათზე ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. სოსო ჯოხაძის სახელიც არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებდა. იგი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმა იყო. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული ბადუკა ნათობაძე მალევე დააკავეს და ის ახლა სასჯელს იხდის (წაიკითხეთ: ვინ იყო ვაკეში მოკლული სოსო ჯოხაძე და რა კავშირი ჰქონდა მას იუსტიციის მინიტრთან)


ბადუკა ნათობაძე
აღსანიშნავია რომ, სოსო ჯოხაძის მკვლელობის შემდეგ, მალევე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, ჯოხაძის მეგობრებს ნათობაძის სამეგობროზე ეძიათ შური.

წაიკითხეთ: "მანქანას გაჰყევი, ორივე ძმას ერთად სადღა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვნახავო..." - ჯოხაძის მკვლელობისთვის ვინ ვისზე შეიძლება იძიოს შური?!

არის თუ არა კავშირი თბილისში 8 თვის ინტერვალით მომხდარ ორ გახმაურებულ მკვლელობას შორის, ამის გასარკვევად შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით. უწყებაში გვითხრეს, რომ მომხდარის ვერსიებზე გამოძიება მუშაობს და ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციის გაცემა არ შეუძლიათ.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
11:20 / 24-05-2017
ზაზა
0
ბატონო! ერთხელ კიდევ გადაიკითხეთ, მურმან თორიას ვირთაგების ისტორია...
13:16 / 06-05-2017
bebero
0
aburjga ,

შენს ახლობელს უთხარი იმ წიწილებს მოვლა ისწავლოს! 3 ძირითადი მიზეზი მაგის: მაღალი ტემბერატურა, პატარა გალია და არსწორი კვება (ძირითადად ვიტამინების ნაკლებობა). კრუხის დაჩეკილი არაფერ შუაშია.


მკველობაზე 6 წელში უშვებენ და რისი უნა შეეშინდეთ?!

ქოცებმა ედიკა გააცოცხლეს!
მსგავსი სიახლეები
საქმე ეხება, 2016 წლის სექტემბერში მომხდარ შემთხვევას
+VIDEO ზესტაფონელი ქალი 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა თურქეთში
+VIDEO "ვუთხარი დედაშენი მალაპარაკემეთქი და დედაჩემს ძინავს შემეშვით, არ გავაღვიძებო"
"მარიამის პაპა მარტო ცხოვრობდა, ის ნაჩხუბარი იყო ოჯახის ყველა წევრთან"
ავტობუსში მსხდომ შეიარაღებულ რუს სამხედროებს აფხაზი კრიმინალები გაეკიდნენ
სამართალდამცველებმა მკვლელობა გახსნეს
+VIDEO| 19 წლის წლის ბიჭმა სა მისმა მეგობარმა 77 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს
+VIDEO განაცხადა, რომ უდანაშაულოა და 3 შვილის დედის რეალურმა მკვლელმა ის ხაფანგში გააბა
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობა მოხდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:59 / 27-05-2017  Image ქუთაისში ავტოავარიას ბავშვი იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც დედა მე-4 შვილზე მშობიარობდა
ბავშვი საკუთრ სახლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
13:24 / 27-05-2017  Image რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა
"როგორც კი ოჯახი შეეცდება, რომ შვილს აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც
11:47 / 27-05-2017  Image თაღლითობა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით - დაკავებულია პირი, რომელმაც ავტოლომბარდიდან 25 000 ლარი უკანონოდ მიიღო
ავტოლომბარდიდან თაღლითობის გზით 25 ათასი ლარის სესხის მიღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
17:09 / 26-05-2017  Image რა ხდება ტვინში ღვინის დეგუსტაციის დროს - ნევროლოგების კვლევის შედეგები გაგაოცებთ
"დაწყებული ღვინის ბოთლის დანახვიდან, მის გასინჯვამდე და გადაყლაპვამდე, პროცესში მთელი
13:33 / 26-05-2017  Image "პირველი ჯენტლმენი" - ლუქსემბურგის გეი პრემიერის მეუღლე მსოფლიო ლიდერების ცოლებთან ერთად
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ერთსქესიან ქორწინებაში 2015 წლიდან იმყოფება
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
და რა გინდათ,რომ თქვენი აგრესიული და დამცინავი კომენტარებით თქვათ?გინდათ დაამტკიცოთ,რომ მაღალი ზნეობის და მორალის მატარებლები ხართ?!თუ იმას გვიჩვენებთ,რომ ეკლესიურები და რელიგიურები ხართ?! რომელიღაც თქვენთაგანი წერდა,რომ ამ ყველაფერს ბავშვები და ახალგაზრდები ხედავენ...არ გაგიგიათ,რომ ჰომოსექსუალიზმი გადამდები არ არის?! ადამიანი ასეთი იბადება! გაიგეთ ხალხნო!!!რა სიბნელეა ასეთი უსაშველო...გამოდით გამოქვაბულიდან! პრეტენზიები ხომ გაქვთ,რომ ხალხი მოძღვროთ?-დაჯექით და ცოტაოდენი განათლება მიიღეთ! დაიმახსოვრეთ,რომ ადამიანი სხვისი მაგალითით და წაქეზებით გეი ვერ გახდება! სხვისი მაგალითით ბავშვმა შეიძლება სწავლას მოუკლოს, მასწავლებელს ეუზრდელოს... მაგრამ ჰომოსექსუალად ვერ გადაიქცევა! საფრანგეთის პრეზიდენტს რაც შეეხება: საინტერესო ლოგიკა გაქვთ-კაცმა თუ შეიძლება თავისზე ბევრად უმცროსი გოგონა ცოლად შეირთოს(მარტო საქართველოში რამდენია ასეთი...), რატომ არ შეიძლება კაცს ჰყავდეს თავისზე უფროსი ცოლი?! ამერიკის პრეზიდენტს რამდენი წლით უმცროსი მეუღლე ჰყავს?მას რატომ არ აკრიტიკებთ? რატომ გაქვთ ყოველთვის შერჩევითი "სამართალი"?არ გეყოთ ამდენი ბოღმის გადმონთხევა?ამით ხომ მხოლოდ იმას ამტკიცებთ,რომ ლუზერები ხართ და დაკომპლექსებულები... თქვენი მაღალი ზნეობის და წრფელი რელიგიურობის კი სჯერა რომელიმე საღად მოაზროვნეს?!
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49