ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მინდელის სახელობის მაღაროში, სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, 4 მეშახტე შახტში ჩავარდა.

სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ტყიბულის სამაშველო ჯგუფის წარმომადგენლები ოპერატიულად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. სამაშველო ღონისძიებაში, ასევე, ჩაერთნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამთო მაშველები.

შემთხვევის ადგილზე ჩავიდა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორების ჯგუფი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ