შსს-ს კომენტარი ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით

შსს-ს კომენტარი ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით

შს სამინისტრომ გენერალურ აუდიტორზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და დაიკითხა თუ არა ვინმე.

გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ინფორმაციით, მას გუშინ კლუბ-ლაუნჯ "ელ ცენტროში" ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. თორდიას ინფორმაციით, ფარცხალაძე მას იმ საქმის გამო დაესხა თავს, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებს და რომელიც 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება. ამ საქმესთან ფარცხალაძის კავშირზე და მოკვლევის დეტალებზე საუბარს გენერალური აუდიტორი 15 მაისს გეგმავს.

იხილეთ ვიდეო: ლაშა თორდიას პირველი ვიდეოკომენტარი საავადმყოფოდან, მასზე თავდასხმის შემდეგ - "ეს იყო პირადი ანგარიშსწორება..."

წაიკითხეთ: ექიმის კომენტარი ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ